Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | კურტ ვოლკერი - ამერიკა საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს
ambebi.ge
24 October 2016, 21:21
ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო",- ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა განუცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკელების უმრავლესობამ გააკრიტიკა როგორც ჰილარი კლინტონის გადატვირთვის პოლიტიკა, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით.
"იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო, ასევე ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპს. ეროვნული უსაფრთხოების ბევრმა რესპუბლიკელმა ექსპერტმა ტრამპი ღია წერილებში გააკრიტიკა, მათ შორის, მისი რუსეთისადმი პოლიტიკის გამო. Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ობამას კრიტიკა ზუსტი იყო. შეიძლება ის ეხებოდეს რამდენიმე რესპუბლიკელს, მაგრამ რესპუბლიკელების უმრავლესობამ გააკრიტიკა როგორც გადატვირთვის პოლიტიკა, ასევე დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით", - აღნიშნავს ვოლკერი.
რაც შეეხება არჩევნების გავლენას რუსეთის სამეზობლოზე, ვოლკერი მიიჩნევს, რომ "ამერიკა საქართველოს ან უკრაინის ხარჯზე რუსეთთან ახალ პარტნიორობას არ დაიწყებს". მისი თქმით, შეერთებული შტატების სიძლიერე მის ინსტიტუტებში და ღირებულებებშია, შესაბამისად, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას პრეზიდენტის შეცვლით არ უნდა ველოდეთ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი